суббота, 16 мая 2015 г.

რეფლექსია მე-9 დღე

 დღეს 16 მაისია, ტრენინგის ბოლო დღე...  დავასრულეთ პორტფოლიო, შევაჯამეთ ჩვენი ნამუშევრები და განვათავსეთ ბლოგზე....
  ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამ ვიცოდი და ბევრი ახალიც ვისწავლე....
მადლობა ბატონ დავითს ყველაფრისათვის.... 

პროექტის პორტფოლიო

пятница, 15 мая 2015 г.

რეფლექსია მერვე დღე

დღეს გვიან მოგვიწია მოსვლა ტრენინგზე გაკვეთილების გამო.... გაკვეთილების შემდეგ ცოტა ძნელი იყო ტრენინგზე მუშაობა თუმცა დღევანდელმა დღემაც ისე ნაყოფიერად ჩაიარა ,როგორც წინა დღეებმა.... დღეს ავტვირთეთ ნაშრომები Drive ზე....

вторник, 12 мая 2015 г.

რეფლექსია მე-7 დღე

       დღეს 12 მაისია.... დაგვრაჩა სულ რაღაც 2 დღე ..... ისეთი მომენტია რაგაცის ეშხში რომ შეხვალ და ოპა დამთავრაააა...... :)  

     დღეს ცოტა დავაგვიანე და დღე მალე გავიდა თითქოს.....
 დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ google ფორმები და ტესტების შექმნა. დღევანდელი დღე ძალიან მომეწონაა..... განსაკუთრებით ტესტის ფორმებზე მუშაობა და მათი შექმნა...
    

воскресенье, 10 мая 2015 г.

რეფლექსია მე-6 დღე

 

         დღეს 10 მაისია საშინელი ამინდია თუმცა სამუშაო განწყობა ვერ გაგვიფუჭა...

          დღევანდელი დღეც როგორც გასული საინტერესო და ინფორმაციული იყო.
 დღეს ვისწავლეთ ვენის დიაგრამის შექმნა და ინტერნეტ რესურსების ატვირთვა პროქტისთვის.... ბევრი ისეთი რამ ვისწავლე რაც ნამდვილად არ ვიცოდი....


    

  

суббота, 9 мая 2015 г.

რეფლექსია მე-5 დღე

   დღევანდელმა დღემ საკამოდ ნაყოფიერად და დატვირთულად ჩაიარა. არ ვიცი რა დამემართა მაგრამ არ ვიცი რფამდენჯერ შევასწორე ჩემი პროექტი. იცით რატომ? რამდენჯერაც დავამატე სიახლე და მეგონა შევინახე უი? თურმე არ შემინახავს და ხელახლა მომიწია ყველაფრის გაკეთებამ .
   განვიხილეთ ჩვენს მიერ მომზადებული ბუკლეტები, მივირეთ შენიშვნები და რჩევები. ჩემდა გასაკვირად ბატონ დავითს მოეწონა ჩემი ბუკლეტი( ეს კარგია).  დღევანდელი დავალებაა შეფასების კრიტერიუმების გაკეთება , რაზეც დავითმა საკმაოდ ვრცლად და დაწვრილებით ისაუბრა. ვნახეთ ბევრი ნიმუშიც.

           დღე თითქოს მალე გავიდა ....... გარეთ წვიმს ..... მაგრამ ჩვენ მოწყენილობა არ გვეტყობა თუმცა ყველას გვეზარება გარეთ გასვლააა....  დღე დამთავრადა და მე მგონი ახლა მოვედი მუშაობის და წერის ხასიათზე.... ყველა გადის .... მე და ხატია კი დინჯად ვუზივართ კომპიუტერებს და ვაკაკუნებთ კლავიატურაზე :)  

воскресенье, 3 мая 2015 г.

რეფლექსია მე-4 დღე




 დღევანდელი დღეც ძალზე მნიშვნელოვანი იყოგავეცანით პროექტის მეორე მოდულს, ვიმუშავეთ, შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები , ინდიკატორები და განვსაზღვრეთ მასთან დაკავშირებული მიზნები, რომელიც 21- საუკუნის  უნარ-ჩვევებს უნდა ითვალიწინებდეს, შევიმუშავეთ საკვანძო კითხვები , გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მოსწავლეთა აზროვნების წახალისებისათვის და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.
    დავალება მოგვეცა კონკრეტული:  "ბუკლეტის მომზადება" მოსწავლის პოზიციაში მორგებული.
    სასწავლო მიზნები და ამოცანები და  მიმართულების საკვანძო კითხვები. 

ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების ატვირთვა, გაგზავნა და მასში მუშაობა.

    დღე წარმატებული და ინფორმაციით დატვირთული იყო. 


   მადლობა დავით !